დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თურქეთის ელჩი - მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც ერთად მივუსხდებით მაგიდას, როგორც ალიანსის წევრები
ავტორი:
2014/აგვისტო/30 11:00:02
თურქეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება მნიშვნელოვანი რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გურმუქჩუმ თურქეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე "ინტერპრესნიუსს" განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატო-ს წევრობის კრიტერიუმების შესრულებისთვის და დღეს იმაზე ახლოს არის ალიანსის წევრობასთან, ვიდრე ოდესმე.
"ჩვენ თავიდანვე მყარად ვუჭერდით მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატო-ს წევრობის კრიტერიუმების შესრულებისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო დღეს იმაზე უფრო ახლოს არის ალიანსის წევრობასთან, ვიდრე ოდესმე. თურქეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ნატო-ში წევრობა იქნება მნიშვნელოვანი რეგიონისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ისევე, როგორც გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მხოლოდ ბედნიერები ვიქნებით საქართველოს, როგორც თურქეთის სტრატეგიული პარტნიორის, ყველა ატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების, ნატო-ს ჩათვლით", - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.
როგორც ლევენთ გურმუქჩუმ აღნიშნა, თურქეთი დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდებიან საქართველოსთვის რეალური პაკეტის გადაცემაზე, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ნატო-სთან.
"ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დღესაც, როდესაც ერთად მივუსხდებით მაგიდას, როგორც ალიანსის წევრები, რადგან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არა მხოლოდ ჩვენს,  არამედ მთლიანად რეგიონის ინტერესებში შედის", - განაცხადა ლევენთ გურმუქჩუმ.
30 აგვისტოს თურქეთი ეროვნულ დღესასწაულს – გამარჯვების დღეს აღნიშნავს. 1922 წლის 30 აგვისტოს თურქეთის არმიამ გამარჯვება იზეიმა საბერძნეთის არმიაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია