დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დარიალში გზის გახსნასთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/აგვისტო/30 18:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალში გზის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გაიხსნა ლარსის საბაჟო და დარიალის ხეობის გზის ის მონაკვეთი, რომელიც 10 დღის წინ სტიქიამ დააზიანა. თუმცა, რადგან დღეს გამთენიისას მდინარემ კვლავ დააზიანა გზის გარკვეული მონაკვეთი, საბაჟო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმით იმუშავებს.
"შესრულდა უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელშიც ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები, მობილიზებული იყო არაერთი სამთავრობო სტრუქტურა. საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა თითქმის წარმოუდგენელი - უმოკლეს დროში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად იშრომა და თითქმის შეუძლებელი შეძლო.
კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ იმ ორი დაღუპული ადამიანის გამო, რომლებიც სტიქიამ შეიწირა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პრევენციული სისტემა, რომელიც სულ რამდენიმე თვით ადრე დამონტჟდა.
მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც ჩემი დავალებით კოორდინაციას უწევდა მართვის საგანგებო შტაბს; ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრებს, სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთა კოორდინირებული და მართლაც თავგანწირული მუშაობის შედეგია სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს ვადაში დასრულება. გაზსადენის აღდგენა სტიქიიდან 2 დღეში მოხდა.
ამჟამად სტიქიით გამოწვეული შეფერხება აღმოფხვრილია და მოქალაქეებს საშუალება აქვთ სპეციალური რეჟიმით გადაადგილდნენ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც 24-საათიანი შრომა გასწია შექმნილი ვითარების უმოკლეს დროში გამოსასწორებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია