დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ავტორი:
2018/ივნისი/24 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/sachxere_b9d71.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500072-sachkhereshi-gorisa-jalaurthas-gzis-reabilitacia-mimdinareobs.html", "headline": " საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს", "datePublished": "2018-06-24 08:40:37", "dateModified": "2018-06-24 08:40:37", "description": "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/sachxere_b9d71.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.
პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს გორისა-ჯალაურთას 6-კილომეტრიანი გზის მოასფალტებას. ასევე მოეწყობა გაბიონები, ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი მილები და საგზაო ნიშნები.
უწყების ცნობით, პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და მოსახლეობას კომფორტულად შეუძლია გადაადგილება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია