თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დავით ნარმანია დიპლომატებს თბილისის მთავრობის მიერ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
შეხვედრა დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
წყარო:
interpressnews.ge