დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს 18:00 საათისთვის წარადგენს
ავტორი:
2014/ივლისი/22 13:30:02
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენა 18:00 საათისთვის გადაიდო. თავდაპირველად ახალი მინისტრების წარდგენა 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრობის კანდიდატებს 18:00 საათზე წარადგენს.
მთავრობაში საკადრო ცვლილებები 7 - სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის _ მინისტრებს შეეხოთ. აქედან, 2 შემთხვევაში გადანაცლება მოხდა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია