დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბორის სილევიჩი - ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 21:00:02
ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება, - ამ შეფასებას ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციაზე, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე ბორის სილევიჩი აკეთებს.
"არ ვარ კმაყოფილი. ეს არის ზოგადი შეფასება. დოკუმენტს დააკლდა პროგრესისა და მიღწევების აღნიშვნა. შეიძლება გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ ჩვენ საქართველო კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ პირიქით, დავეხმაროთ რეკომენდაციებით. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის პოლარიზაცია. ეს უკვე ნორმალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას სცდება. თქვენ გჭირდებათ თანამშრომლობა. ჩვენი მიზანი და მისია უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ დაძლიოთ პოლარიზაცია. ერთად უნდა იმუშაოთ და არ იჩხუბოთ. ეს დაპირისპირება გადმოვიდა აქ. ნაწილმა წააგო, ნაწილმა მოიგო ეს კონკრეტული ბრძოლა. მე, როგორც მომხსენებელი ვამბობ, რომ ასეთი მოქმედება და ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება", - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სილევიჩმა.
კიდევ ერთი მომხსენებელი მაიკლ იენსენი კმაყოფილებას გამოხატავს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო ტექსტში ვერ მოხვდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეზოლუციაში არ ჩაიწრა, რომ მთავრობას არ შეუძლია ელაპარაკოს ყოფილ პრემიერს. რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება აქვთ. ამავე დროს მწუხარებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ცვლილება, რომელსაც მე მხარი არ დავუჭირე, გავიდა და შევიდა რეზოლუციაში – რომ პროგრესს ბევრი რამ ჩრდილავს საქართველოში. იმის გამო, რომ ეს ჩანაწერი არის რეზოლუციის ბოლოს, ნეგატიურ ასპექტში გადაჰყავს ზოგადი შეფასება, რადგან არ ვფიქრობ, რომ პროგრესი არაა. ბევრი მიმართულებით არის პროგრესი და ეს უნდა ყოფილიყო დასასრულში. სახელები და გვარები დარჩა, დარჩა შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ შერჩევითი სამართლის გამო", - განაცხადა იენსენმა.
ბორის სილევიჩისა და მაიკლ იენსენის კომენტარების თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს თავად პროექტის ავტორებმა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უმრავლესობის წევრებმა.
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა.
დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია