დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა
ავტორი:
2017/სექტემბერი/30 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvilirustavicardgena.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455179-giorgi-kvirikashvilma-qvemo-qarthlis-regionis-merobis-kandidatebi-tsaradgina.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა ", "datePublished": "2017-09-30 13:32:36", "dateModified": "2017-09-30 13:32:36", "description": "პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvilirustavicardgena.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, განახლებულ კოსტავას გამზირზე, რუსთავისა და ქვემო ქართლის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი 21 ოქტომბრის არჩევნებში ირაკლი ტაბაღუაა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი - რამაზი ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე და წალკის - ილია საბაძე. დასახელებულებიდან ორი - დავით შერაზადიშვილი და ილია საბაძე მოქმედი გამგებლები არიან.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

„თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კანდიდატების წარდგენის ღონისძიება პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრები, პარტიის ლიდერები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია