დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
”მრავალეროვანი საქართველო“ - ამომრჩევლის ყურანზე დაფიცების ფაქტები, მმართველი გუნდის მხარდაჭერის დასადასტურებლად, არ არის იდენტიფიცირებული
ავტორი:
2017/სექტემბერი/29 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/basilashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455082-mravalerovani-saqarthvelo-amomrchevlis-yuranze-daficebis-faqtebi-mmarthveli-gundis-mkhardatceris-dasadastureblad-ar-aris-identificirebuli.html", "headline": "”მრავალეროვანი საქართველო“ - ამომრჩევლის ყურანზე დაფიცების ფაქტები, მმართველი გუნდის მხარდაჭერის დას...", "datePublished": "2017-09-29 14:16:21", "dateModified": "2017-09-29 14:16:21", "description": "”მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ყურანზე დაფიცებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/basilashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ყურანზე დაფიცების ფაქტები, მმართველი გუნდის მხარდაჭერის დასადასტურებლად, არ არის იდენტიფიცირებული. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის საარჩევნო სამონიტორინგო პროგრამის კოორდინატორმა ირმა ბასილაშვილმა ისაუბრა.

”მოგახსენებთ, რომ აგვისტოს თვიდან „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის დმანისის მუნიციპალიტეტში და მსგავსი ხასიათის მოვლენები არ არის იდენტიფიცირებული”, - განაცხადა ბასილაშვილმა.

მისივე თქმით, დღეისათვის ზეწოლის ნაწილში ”მრავალეროვან საქართველოს” ინფორმაციის ორი კატეგორია აქვს - ერთი დადასტურებული, ხოლო მეორე დაუდასტურებელი, რომელთა მოკვლევაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

”ჯერ კიდევ 4 სექტემბერს გავაკეთეთ განცხადება. კერძოდ, დმანისის მოქმედი გამგებელი გოგი ბარბაქაძე, რომელიც ხსენებული ინციდენტის დროს “ქართული ოცნების” წევრი იყო ამა წლის 18 სექტემბრამდე, სოფლის რწმუნებულებისგან მოითხოვდა მოსახლეობის მონაცემების და მხარდამჭერთა სიების შეგროვებას. ამ დავალების შეუსრულებლობის გამო, გათავისუფლებულდა 3 სოფლის რწმუნებული. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და ცესკოს. ასევე, მოცემულ ფაქტს ადასტურებს პროკურატურიდან უწყებათაშორისი კომისიის წევრი.

თავის მხრივ, გოგი ბარბაქაძე ადანაშაულებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატებზე ზეწოლაში და ამხელს, რომ მოქმედი დეპუტატი აიძულებს მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურა, თუმცა, დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილით მერობის კანდიდატურების მოხსნის ფაქტი არ დასტურდება.

ჩვენ ასევე დავინტერესდით საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებზე ზეწოლის საკითხით და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები არ ადასტურებენ მათზე განხორციელებულ ზეწოლას, “მრავალეროვანი საქართველო” არ გამორიცხავს, მათ მიერ ფაქტის უარყოფა შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობით”, - განაცხადა ბასილაშვილმა.

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტის - „შენების მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დმანისის სოფლების მოსახლეობას ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს. მათი ინფორმაციით, ამ დავალებას უშუალოდ “ქართული ოცნების” დეპუტატი კახა ოქრიაშვილი იძლევა. ასევე, მათი განცხადებით, მმართველი პარტია მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია