დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული განვითარების სამინისტრომ კონფერენციას უმასპინძლა
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 15:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ , თბილისში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) მეოთხე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს 36 ქვეყნის წარმატებულ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს, როგორც ევროკავშირის, ისე – "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებიდან. მეოთხე ყოველწლიურ შეხვედრაზე კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების გზები განიხილეს.
კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა. თავის გამოსვლაში, მან საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, "2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის", ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მიერ შესასრულებელი ამოცანების შესახებ ისაუბრა.
"საქართველომ ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა. ევროკავშირთან ინტეგრაცია, პირველ რიგში, ქართველი ხალხის არჩევანია. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ევროპეიზაციის გეგმას და ავიღეთ ვალდებულება, ქვეყანაში ეტაპობრივად დავნერგოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ თუ სამართლებრივ სფეროებში", - აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა განუხრელად მისდევს რეფორმების კურსს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რაც ძლიერი ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების არსებობის გარეშე წარმოუდგენელია.
რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის, CORLEAP-ის თანათავმჯდომარის, მიშელ ლებრუნის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ისტორიული, წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.
"მიუხედავად ამისა, ამ შეთანხმების შესრულება მოითხოვს შრომასა და პოლიტიკურ ნებას სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე. რეკომენდაციების ერთხმად შემუშავება არის ის გზა, რაც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს მისცემს საშუალებას წვლილი შეიტანონ ცვლილებების განხორციელებაში", -განაცხადა მიშელ ლებრუნიმ.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის" მეთაურები მომდევნო შეხვედრას რიგაში, 2015 წლის მაისში გამართავენ და ევროკავშირში გაერთიანების მსურველი ქვეყნებისთვის სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია