დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 16:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 12:05:07", "headline" : "ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/877ab9bdad39b9370c6c834c0dceb66a.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451838-irakli-kobakhidze-sakonstitucio-cvlilebebis-80-stsored-eqspertebis-da-arasamthavroboebis-shemothavazebebith-mivigheth.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ", "datePublished": "2017-09-12 12:05:07", "dateModified": "2017-09-12 12:05:07", "description": "საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/877ab9bdad39b9370c6c834c0dceb66a.jpg", "height": 470, "width": 246 } } საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ჩვენ გვქონდა ორი ვარიანტი, ან უნდა მიგვეღო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ცვლილებები 2024 წლისთვის, ან საერთოდ ვერ მივიღებდით“.

„მინდა მოგახსენოთ პროცესზე, რომელშიც წარიმართა ცვლილებები. ჩვენ შევეცადეთ, რომ პროცესი ყოფილიყო სტრუქტურულად გამართული. შევქმენით სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდა ოპოზიცია, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი და განხილვის პროცესი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები საკმაოდ დრამატულ ცვლილებებს მოიცავს. ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პირადად მე ვეთანხმებოდი, თუმცა მომავალ არჩევნებზე აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელი იყო. კონსენსუსის მიღწევა გართულდა, რადგან ოპოზიციის მხრიდან მზაობა არ არსებობდა. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები და მათგან არ არსებობდა თანხმობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების. ჩვენ გვქონდა ორი ვარიანტი, ან უნდა მიგვეღო ცვლილებები 2024 წლისთვის, ან საერთოდ ვერ მივიღებდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ 2024 წელს", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა და შეთავაზება ოპოზიციისთვის, რომ თავისი შეხედულებები მიეწოდებინა უმრავლესობისთვის, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებების მიღება შეუძლებელი გახდა, რადგან არ იყო ოპოზიციის მზაობა ნებისმიერ შემთხვევაში დაეჭირათ მხარი ცვლილებებისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია