დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კარლ ბილდტი - საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 11:00:02
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, ტერორიზმი გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, თუმცა საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია.
ამის შესახებ ბილდტმა "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროს საქართველოში სირიელი მეამბოხების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. "ამერიკის ხმა" დაინტერესდა, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას წვრთნების ჩატარებამ და იზრდება თუ არა ამით უსაფრთხოების რისკები.
კარლ ბილდტის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც საყოველთაო საფრთხეა, მით უფრო რომ "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთ ლიდერს კავკასიასთან წარსულში კავშირები ჰქონდა.
"ამ ვითარებაში ისინი აკვირდებიან ყველას, იმისდა მიხედვით ვინ რას აკეთებს. არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფო", არამედ ტერორისტული ჯგუფები, ზოგადად გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, მიმაჩნია, რომ საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია", - განაცხადა ბილდტმა
ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა ორი კვირის წინ მიიღო. კოალიციამ, რომელშიც დასავლელ პარტნორებთან ერთად ხუთი არაბული სახელმწიფო შედის, ერაყზე და სირიაზე რამდენიმე საჰაერო იერიში უკვე მიიტანა.
Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას მას საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. "[საწვრთნელი ცენტრის გახსნა] ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება. თუმცა თავად საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ უკვე ქართულ მედიასთან ინფორმაცია უარყო. გეგეშიძე ვარაუდობს, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო. სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის შესახებ აშშ-სთვის შეთავაზების გაკეთება კატეგორიულად უარყვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომაც.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია