დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - დაინტერესებული ვართ, რომ პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება სწრაფად მოხდეს
ავტორი:
2014/ივლისი/14 12:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უკვე მუშაობენ სცენარზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.
როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე პარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უვე მოახდინა. ფანჯიკიძის განცხადებით, თავად ევროპარლამენტიც, როდესაც შეიკრიბება, მალე დაასრულებს ამ პროცესს.
"ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოხდეს ძალიან სწრაფად. ახლა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 18-ში მოხდეს რატიფიცირება საქართველოს პარლამეტში. უკვე ვმუშაობთ სცენარზე, როგორი უნდა იყოს ეს. ამის შემდეგ იწყება ამ ხელშეკრულების დროებითი გამოყენება. 1 სექტემბრიდან უკვე ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ამოქმედდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის განცხადებით, ამ ღონისძიებას ის 18 ივლისს, პარლამენტში დაესწრება, ასევე იქნებიან სტუმრები უცხოეთიდან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია