დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვოლსკი - ქონების დაყადაღება წართმევას არ ნიშნავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 13:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი წინა ხელისუფლების წარმომადგენლთა ოჯახის წევრების ქონების და ანგარიშების დაყადაღებაში სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემას ვერ ხედვას.
როგორც ვოლსკი აცხადებს, ქონების დაყადაღება მის გასხვისებას ან წართმევას არ ნიშნავს.
"გადაწყვეტილებას სამართლებრივი კუთხით ვერ შევაფასებ. ის, თუ რამდენად სამართლებრივია აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განმარტონ. არავითარი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ისინი არასწორად მოქმედებენ. ვნახოთ, რა იქნება – ქონების დაყადაღება გასხვისებას ან წართმევას არ ნიშნავს. ეს არის ღონისძიება, რათა ძიების დასრულებამდე რაიმე ფულადი ოპერაცია არ ჩატარდეს", - ასე ეხმაურება დეპუტატი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას.
მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დაყადაღებულია თემურ ჯანაშიას ქონება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. ადვოკატის ინფორმაციით, დაყადაღებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება, ასევე 560 ლარიანი პენსია.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1271
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია