დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასაპარლამენტო ოპოზიცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 13:30:02
არასაპარლამენტო ოპოზიცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს , დღეს, სასტუმრო "რადისონში" არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდნენ. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავდა ორ საკითხს: 1) დარღვევები საარჩევნო პროცესში; 2) საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია.
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოხსენებით გამოვიდნენ ლევან ვეფხვაძე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან", ირაკლი ჭყოიძე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოდან" და ჯონდი ბაღათურია "ქართული დასიდან". მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით გატარდა, ასევე იმ ხარვეზებზე, რომლებიც ისევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის მიდგომები, რომლებსაც მთავრობა არჩევნების პროცესთან დაკავშირებით იჩენს, კერძოდ მთავრობის პირველი პირების განცხადებები, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, სახელისუფლებო კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაზე ისაუბრა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის უზენაესი კანონის ცვლილებას სრულ საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი სჭირდება, ამდენად, კომისიაში უნდა შევიდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა, მიიღოს ცვლილებებზე მუშაობაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია