დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩევნებს 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება
ავტორი:
2014/ივნისი/14 21:30:02
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. საერთაშორისო დამკვირვებელთა შორის ცესკო-ში რეგისტრაცია შვიდმა საელჩომ გაირა, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, უნგრეთისა და შვედეთის საელჩოებმა.
არჩევნებს ასევე დააკვირდებიან - "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), ."ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალი, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტი, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე (HCNM), ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი და ნიდერლანდების საარჩევნო საბჭო.
ამასთან არჩევნებს 13 ქვეყნის, ყაზახეთის, ლატვიის, ნეპალის, ალბანეთის, სომხეთის, მოლდოვას, კორეის, სამხრეთ აფრიკის, ლიტვის, პაკისტანის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.
რაც შეეხება მედიას, თვითმმართველობის არჩევნებისთვის აკრედიტაცია გაიარა 75-მა მედიასაშუალებამ. აკრედიტებულთა შორის არის უცხო ქვეყნის რამდენიმე მედიასაშუალებაა, მათ შორის გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელი "დოიჩე ველე", "ბიბისი", რუსეთის I არხი.
59 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ დამკვირვებელთა რიცხვი 15,990-ს შეადგენს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს ცესკოში რეგისტრირებული 32 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილია 561 დამკვირვებელი. თვითმმართველობის არჩევნებს 75 საერთაშორისო და ადგილობრივი მედია ორგანიზაციის 1059 აკრედიტებული წარმომადგენელი აშუქებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია