დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - რამდენიმე ადამიანი შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდეს, მაგრამ ეს არ არის აშშ-ის პოზიცია
ავტორი:
2014/ივლისი/30 09:00:02
რამდენიმე ადამიანი შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, კონგრესშიც, მთავრობაშიც, მაგრამ ეს არ არის, ზოგადად, აშშ-ის პოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რამდენიმე ამერიკელი სენატორის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ამერიკის და ცივილიზებული სამყაროს, ასევე თავისუფალი სამყაროს პოზიცია არის ერთი – როცა არის დანაშაულის ნიშნები, იქ უნდა ჩატარდეს გამოძიება, უნდა ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო, სხვანაირად თავისუფალი სამყარო ვერ იარსებებს", - აღნიშნა სუბარმა. მისივე თქმით, ყველამ უნდა იაროს იმ გზით, რაც არის კანონის მოთხოვნა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია