დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - არ ვიცი, არის თუ არა დღევანდელ პოლიტელიტაში ჩემზე მეტად "ნაციონალებთან" დაპირისპირებული ბიოგრაფიის ადამიანი
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 23:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრისთვის მზადაა, - ამის შესახებ მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
"მე ვარ "ქართული ოცნების" პრეზიდენტიც, "ნაციონალური მოძრაობისაც", "ლეიბორისტების", "ახალი მემარჯვენეებისაც" და ა.შ. ბუნებრივია, "ქართული ოცნების" გუნდი იყო ის გუნდი, რომელმაც მე დამაყენა საპრეზიდენტო კანდიდატად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს და საუბარს ქვეყნის მომავლის შესახებ, მე გახსნილი ვარ არა მარტო პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ყველა მოქალაქის პოზიციის და აზრის მოსასმენად. მე მზად ვარ და ვალდებული ვარ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, თუ მათ უნდათ, რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში. საჭორაოდ, რაღაც პოლიტიკური ინტრიგებისთვის, იმისთვის, რომ გათამაშდეს შიდადაპირისპირებები ამა თუ იმ პარტიას შორის, ეს მე არც მაინტერესებს და ამასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს გაუჩნდება ინტერესი, ვურჩევ, რომ არ შემხვდეს, რადგან ამაზე არ დაველაპარაკები", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ეჭვებს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" ეკეკლუცება, მარგველაშვილის განმარტებით, 9 წლის განმავლობაში პრინციპულად არ მოსწონდა, რასაც ეს ძალა აკეთებდა და ამის შესახებ ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა.
"მე 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც ვიყავი ზურაბ ჟვანიას გუნდში და ვიყავი ათეულში, რომელიც პარლამენტში გავიდა და მერე არ მოხდა შესვლა, იმ მომენტიდან დაწყებული, შემჩნეული ვარ იმაში, რომ ამ 9 წლის განმავლობაში პოზიცია არ დამიფიქსირებია?! ან ბიზნესი მიკეთებია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ან დამიფინანსებია ან ვყოფილვარ "ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობაზე?! მე ამ 9 წლის განმავლობაში პრინციპულად არ მომწონდა ის, რასაც აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა" და 9 წელივე ყველა იმ ალიანსში ვიყავი, რომელიც მას უპირისპირდებოდა. მე არ ვიცი, არის თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ჩემზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებული ბიოგრაფიის ადამიანი, მე მგონი, რომ... არ ვიცი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია