დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 09:30:02
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო. ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა შვაბმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტამბულში ჩასვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობის დიდი მნიშვნელობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან რეგიონალური თანაშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებით მან ის პროექტები გამოყო, რომლებსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმატებით ახორციელებს ერთობლივად. თურქეთის პრეზიდენტი გლობალური უსაფრთხოების, რეფორმებისა და სხვა ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. მოგვიანებით, საქართველოს პირველი პირი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია