დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს
ავტორი:
2014/მარტი/15 13:30:03
უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის ბიუროს ბოლო სხდომაზე, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა სამი კვირის ვადაში დაიწყოს საკომიტეტო მოსმენები.
მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე ამ თემაზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მედიაექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები.
კობახიძის განცხადებით, ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას. მანანა კობახიძის თქმით, საქართველოს კანონი ოპერატიულ სამძებრო ღინისძიებათა შესახებ მოძველებულია და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს. მისივე ინფორმაციით, მოსმენასთან დაკავშირებით თანამედროვე ტექნოლოგიებიც უფრო დახვეწილია, ამიტომ დღის წესრიგში დგება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. პარლამენტი მზად არის დაიწყოს ამ თემაზე საკომიტეტო მოსმენა და პლენარული სხდომა გამართოს.
"ისეთ ცვლილებებს მივიღებთ, რომ საკანონმდებლო დონეზე უკანონო მოსმენები გამოირიცხოს. მოსმენები, ან თვალთვალი, ან სხვა რაიმე ოპერატიული ღონისძიებები რომ არ განხორციელდეს ეს შეუძლებელია, რადგან არსებობს დანაშაულის ჩადენის საფრთხე და პრევენციული ღონისძიებების მიღების ვალდებულება", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, მოსმენებს, სხვა სახის ოპერატიულ ღონისძიებებს ყველა ქვეყანა ახორციელებს, მაგრამ ამას სჭირდება მკაცრი რეგლამენტი და სასამართლო კონტროლი. კობახიძემ დასძინა, რომ პირის მოსმენის, თუ მიყურადების აუცილებლობა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს, ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ამ საკითხში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია