დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიამ Outdoor.ge-ს წარმომადგენლებს 12 პუნქტიანი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 19:30:02
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ Outdoor.ge-ს წარმომადგენლებს 12 პუნქტიანი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენლებმა მერიას უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ფინანსური მონაცემები, დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, რაზეც Outdoor.ge-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას აქვს წაღებული. თუმცა, დავით ნარმანიამ, აღნიშნა, რომ კომპანიაში იქნება ასლები და ის ასლები მიაწოდონ.
2. ჩატარებული აუდიტის დასკვნები, თუ ეს ჩატარებულა საფინანსო საქმიანობის კუთხით.
3. სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და მასში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია.
4. სარეკლამო ადგილების შერჩევის კრიტერიუმები.
5. ინვესტიციების მოცულობა წლების მიხედვით.
6. მერიის კუთვნილ ფართებზე განთავსებული რეკლამების თაობაზე ინფორმაცია და ხედვები ქირის გადახედვასთან დაკავშირებით.
7. კონსტრუქციების წარმომავლობა და ტენდენციები მის ზრდასთან დაკავშირებული.
8. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელის ვინაობა და აქტივები შექმნის დროს და შექმნის შემდეგ.
9. მუნიციპალიტეტის უფლება ხდება გარე რეკლამის რეგულირება და აღნიშნულთან დაკავშირებული ხედვები.
10. სხვა კომპანიებთან ურთიერთობის სამართლებრივი ნაწილი, როგორ რეგულირდება, რატომ გახდა თქვენი კომპანია დომუნანტური და ერთ ხელში რატომ მოექცა რეგულაციები.
11. არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე ხედვა.
12. თქვენი სამომავლო განვითარების ხედვები 2021 წლამდე, როგორ წარმოგიდგენიათ საქმიანობა და რას აპირებთ.
დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს ამა თუ იმ კომპანიის მუშაობისას.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედაქალაქმა და მოსახლეობამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს და ჩვენი მიდგომები Outdoor.ge-სთან მიმართებაში არაფრით არ განსხვავდება სხვა კომპანიებისადმი მიდგომებისაგან. მთავარი, რაც შეიძლება მეტი სარგებელია მოსახლეობისთვის. არქიტექტურული თვალსაზირისით მისაღები უნდა იყოს ის კონსტრუქციები, რომელიც არის გარე რეკლამებზე განთავსებული. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ის მიდგომები რომლებიც აქამდე იყო. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის მონოპოლისტური დამოკიდებულება, რომელიც არსებობდა კომპანია Outdoor.ge-სთან მიმართებაში უნდა ჩაიშალოს. კომპანიას თუ ბაზარზე ოპერირება სურს, ჩვეულებრივ კონკურენტულ პირობებში უნდა ოპერირებდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობით გარე რეკლამის რეგულირება სრულად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ხდება. "ამიტომ ჩვენ მოვამზადებთ ახალ წესებს და რეგულაციებს, რომ ბაზარზე კონკურენცია იქნას დაცული და ისეთი ბაზარი მივიღოთ, საიდანაც დედაქალაქის ბიუჯეტი შემოსავალს მიიღებს და არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო იქნება რეკლამის განთავსება. ჩვენ Outdoor.ge-ს წარმომადგენლებს 12 პუნქტიანი ინფორმაცია მოვთხოვეთ. მათ ვადა 1-ელ ოქტომბარმდე აქვთ. ვნახავთ, მოგვაწვდიან მათ ხედვებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ გაგრძელდება აღნიშნულ კომპანიებთან ურთიერთობა", - განაცხადა თბილისის მერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია