დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - სიმართლე არის ერთადერთი და მჯერა, ეს არის სიმართლე, რომელზეც საუბრობს მთავარი პროკურორის მოადგილე
ავტორი:
2014/აპრილი/05 13:00:02
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის სიმართლის სჯერა.
"სიმართლე არის ერთადერთი და მე მჯერა, ეს არის ის სიმართლე, რომელზეც საუბრობს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე",-განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია, თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებული პროცესები წარიმართოს ისე, რომ სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდეს.
"დეტალები არ ვიცი, რადგან ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველა ნაბიჯი, ყველა პროცესი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით წარიმართება, უნდა სარგებლობდეს სანდოობის მაღალი ხარისხით, როგორც საზოგადოების, ისე არსამთავრობო სექტორის თვალში და რაც მთავარია ოჯახის თვალში. არ დაგვავიწყდეს, რომ ოჯახს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე" –აღნიშნა წულუკიანმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია