დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია პეკინში ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 20:30:02
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჩინეთში, ქალაქ პეკინში ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, ეკა ბესელიამ დღეს შეხვედრები გამართა ჩინეთის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. "საგარეო დეპარტამენტის წარმომადგენელთან საუბრის დროს, განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის გააქტიურება და საქართველოს მონაწილეობის პერსპექტივები "აბრეშუმის გზის" პროექტში", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან მადლიერება გამოხატა ამ ინტერესისთვის, რასაც ჩინეთის ხელისუფლება იჩენს ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ და დაადასტურა მზაობა ამ თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
ეკა ბესელიამ პარლამენტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
ხვალ ბესელია მოხსებას გააკეთებს თემაზე: "ქალთა ძალების გაერთიანება აბრეშუმის გზის ერთობლივი მშენებლობის ეკონომიკური მდგომარეობისთვის".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია