დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებზე
ავტორი:
2018/მაისი/03 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/talakvadze_123c1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491121-archil-thalakvadze-ratomghac-ver-movismineth-aqcentebi-da-tsoniani-ganckhadebebi-romelic-sheedzlo-prezidents-gaekethebina-saqarthvelos-saerthashoriso-da-sagareo-sakithkhebze.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენ...", "datePublished": "2018-05-03 04:52:07", "dateModified": "2018-05-03 04:52:07", "description": "რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/talakvadze_123c1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მადლობის გადახდას მაინც იმსახურებდნენ. „რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო მიდის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, როდესაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დრო არ დაუთმო ამ საკითხებზე სიღრმისეულ საუბარს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ და ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომელსაც განუზომლად დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მინიმუმ იმსახურებდნენ იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავის შემაჯამებელ გამოსვლაში ორი სიტყვით მადლობა მაინც გადაეხადა ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია