დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პროგრამა "ქართული ხელოვნება ვილნიუსში" გრძელდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 14:00:03
ლიტვის დედაქალაქში კულტურული პროგრამა - "ქართული ხელოვნება ვილნიუსში"გრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.
მის ფარგლებში ვილნიუსში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს: კლასიკური მუსიკის კონცერტი; შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა - "თუშეთის გზაზე", თანამედროვე მხატვრობის გამოფენა - "ზევით-ქვევით"; საქართველოს საგანძურის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმიდან; ქართული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავის" კონცერტი და თანამედროვე ქართული კინოხელოვნება.
ლიტვის ხელოვნების მუზეუმში ქართული განძთსაცავის ექსპონატების გამოფენა გაიხსნა, სადაც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ანტიკური ხანის ექსპონატები წარადგინეს. ასევე შედგა თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა გალერეა "კალნასში".
გამოფენის გახსნას ვილნიუსის მერი, არტურას ზუოკასი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, 28-29 ნოემბრის ვილნიუსის ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის" პარალელურად გამართული ქართული ხელოვნების ღონისძიებები კიდევ ერთი დასტურია საქართველო-ლიტვას შორის მჭიდრო კულტურული და პოლიტიკური კავშირებისა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია