დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვი - როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები
ავტორი:
2014/თებერვალი/24 15:00:02
ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ, ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დამტკიცებული.
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები. სწორედ ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დამტკიცებული. მართლმსაჯულებაზე ზეწოლა და პასუხისგებაში მიცემა, ორი სხვადასხვა რამეა", - განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე თქმით, კონკრეტულად არ იცის, თუ რას ეხება საქმე, თუმცა კარგი იქნება, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ასეთ საქმეში საერთაშორისო დამკვირვებლის აზრი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია