დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ვთხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გამოაქვეყნონ რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 11:30:03
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვს, გამოაქვეყნონ რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში.
ფანჯიკიძის თქმით, თვითონ ამ საკითხზე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უმუშავია ამ ვიზიტზე. ყველა წერილზე, რომელიც ადმინისტრაციამ ვიზიტის და შეხვედრების დაგეგმვის თხოვნით მოიწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მათ ეგზავნებოდათ პასუხი, რატომ არ იყო მიზანშეწონილი ამ ვიზიტის განხორციელება და შესაბამისად, შეხვედრების დაგეგმვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ ჩაშლიდა იმას, რაზეც არ უმუშავია. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროების გზით უნდა, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ უწყებას შორის, მაშინ ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც ეს ეხება, გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია