დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიამ ჯაში - საქართველოს დამსახურებით ინოვაციური დაფინანსება ხაზგასმით ჩაიწერა გაეროს მაღალი დონის ფორუმის მთავარ დოკუმენტში
ავტორი:
2018/აპრილი/27 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/jashi_ecd6f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490260-mariam-jashi-saqarthvelos-damsakhurebith-inovaciuri-dafinanseba-khazgasmith-chaitsera-gaeros-maghali-donis-forumis-mthavar-dokumentshi.html", "headline": "მარიამ ჯაში - საქართველოს დამსახურებით ინოვაციური დაფინანსება ხაზგასმით ჩაიწერა გაეროს მაღალი დონის ...", "datePublished": "2018-04-27 15:54:33", "dateModified": "2018-04-27 15:54:33", "description": "ინოვაციური დაფინანსება გადამწყვეტი იქნება გაეროს 2030 მიზნების მისაღწევად და საქართველოს დამსახურები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/jashi_ecd6f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ინოვაციური დაფინანსება გადამწყვეტი იქნება გაეროს 2030 მიზნების მისაღწევად და საქართველოს დამსახურებით ინოვაციური დაფინანსება ხაზგასმით ჩაიწერა გაეროს მაღალი დონის ფორუმის მთავარ დოკუმენტში, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 2018 წლის დაფინანსების ფორუმის დასრულების შემდგომ განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მარიამ ჯაშის, დავით სონღულაშვილისა და ირაკლი მეზურნიშვილისგან შედგებოდა. მათივე ინფორმაციით, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის სტატუსით საქართველოს დელეგაცია ორი მოხსენებით წარდგა ფორუმის პლენარულ და თემატურ სესიებზე.

ფორუმის ფარგლებში საქართველომ, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს, რომელიც მარიამ ჯაშის მთავარი მოხსენებით გაიხსნა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრი, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო უწყებების ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

"ინოვაციური დაფინანსება გადამწყვეტი იქნება გაეროს 2030 მიზნების მისაღწევად და საქართველოს დამსახურებით ინოვაციური დაფინანსება ხაზგასმით ჩაიწერა გაეროს მაღალი დონის ფორუმის მთავარ დოკუმენტში. ჩვენ, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით დღის წესრიგში დავაყენებთ გაეროში სპეციალიზებული პროგრამის ან სტრუქტურის შექმნას ინოვაციური დაფინანსების მიმართულებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროს მაღალი დონის ფორუმზე განხილული კერძო და საჯარო თანამშრომლობის ინიციატივები მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეროვნული, ასევე მუნიციპალური პროგრამებისთვის. დავით სონღულაშვილმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მმართველობის რეფორმებისა და ინოვაციური პროექტების შესაძლებლობებზე. ფორუმის ფარგლებში ირაკლი მეზურნიშვილი გაეცნო საინფორაციო-ტექნოლოგიური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მუნიციპალური განვითარების პროგრამებისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია