დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების დაწყება ზაფხულისთვის იგეგმება
ავტორი:
2017/ნოემბერი/28 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/arslani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465423-thurqethis-sazghvao-saqmetha-da-kavshirgabmulobis-ministri-baqo-thbilisi-yarsis-rkinigzith-samgzavro-gadayvanebis-datsyeba-zafkhulisthvis-igegmeba.html", "headline": "თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადა...", "datePublished": "2017-11-28 11:08:44", "dateModified": "2017-11-28 11:08:44", "description": "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების დაწყება 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/arslani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების დაწყება 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმედ არსლანმა განუცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, სწორება არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ არსებულ ტვირთებზე.
„ასევე თუ განვავითარებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, მომავალში ტვირთები მოვა ზუსტად სარკინიგზო მაგისტრალზე, ანუ სამომავლოდ ტვირთბრუნვა ყველგან გაიზრდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა.

მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარია ტვირთების ტრანსპორტირებაზე.
„მომავალში ვცდილობთ, რომ ასევე სამგზავრო გადაყვანებიც იქნას შესაძლებელი. ამჟამად გრძელდება სამუშაოები ელექტროფიკაციის და სიგნალიზაციის საკითხებში. ასევე იგეგმება მეორე ხაზის მოწყობაც და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე ვგეგმავთ, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს“, - განაცხადა აჰმედ არსლანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია