დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მურმან დუმბაძე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 14:00:02
დეპუტატი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, აჭარის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ვითარებაა. ამდენად, მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, გამოძებნოს დრო და შეხვდეს მურმან დუმბაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს. დუმბაძის თქმით, პრეზიდენტი ხელისუფლებისაგან არის თამაშგარეშე მდგომარეობაში, თუმცა, ის კანონით ქვეყნის პირველი პირია.
პრესკონფერენციაზე მურმან დუმბაძემ მობილურ ტელეფონზე განხორციელებულ მუქარის ზარების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ აღნიშნული ხელისუფლების ორგანიზებულია.
კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პარლამენტში უმრავლესობა ცდილობს, მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას. მურმან დუმბაძემ დასძინა, რომ ეს მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თავად დაწერს განცხადებას და უარს იტყვის ვიცე-სპიკერობაზე და თუ აჭარის დეპუტატების უმრავლესობიდან, უმრავლესობა, 4 დეპუტატი, მოითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარისაგან მის გადაყენებას. დუმბაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის დეპუტატები ამას არ გააკეთებენ, მურმან დუმბაძის თქმით, სხვა შემთხვევაში, მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების შემთხვევაში, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ამასთან, დუმბაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებას ეწევა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია