დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა უცხოელ კოლეგებთან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 20:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უელსის ნატო-ს სამიტის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთის, რუმინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შეხვდა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ISAF-ის მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა. ამ დროისთვის გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას მართავს ევროკავშირის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.
დღესვე პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ასპირანტი ქვეყნების ლიდერების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი ფოტო ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია