დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგლა აგულაშვილმა ლაშა ტუღუშს რიცხვის "41" -ის ხსენების გამო შენიშვნა მისცა
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 16:30:10
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ორგანიზაცია "ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემიის" ხელმძღვანელს ლაშა ტუღუშს რიცხვის "41" -ის ხსენების გამო შენიშვნა მისცა.
კომიტეტის სხდომაზე, უცხოელებზე მიწების გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების წარმოდგენისას, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ უცხოელები საქართველოში მიწების შეძენისას ვერავითარ სამეწამეო საქმიანობას ვერ ახორციელებენ და ქვეყანა საქართველოს ერთი მშიერ მოქალაქესთან ერთად, იღებს უცხოეთის 41 მშიერ მოქალაქეს. გიგლა აგულაშვილი ტუღუშს ადგილიდან შეეპასუხა და განაცხადა, რომ უნდა ეთქვა არა 41 მშიერი მოქალაქე, არამედ 5 მშიერი მოქალაქე.
"კარგით, მაშინ ვიღებთ 42 მშიერ მოქალაქეს", - აღნიშნა აგულაშვილის რეპლიკის პასუხად ლაშა ტუღუშმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია