დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ბუნებრივია, ბევრი რამ არ განხორციელდა და ყველაზე მტკივნეული, ეს არის ეკონომიკა და დასაქმება
ავტორი:
2014/მაისი/20 23:30:02
მე დათო ნარმანიას მივცემ ხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
"არჩევნები არის უაღრესად საინტერესო დღე, როცა ყველა მოქალაქეს აქვს მხოლოდ ერთი ხმა და მაშინ პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც ერთი ხმით არის აღჭურვილი. აქედან გამომდინარე გეუბნებით, რომ დათო, რომელიც ძალიან აქტიური იყო ჩემს კამპანიაში, როგორც მინისტრი იყო შთამბეჭდავი მთავრობის სხდომებზე, იმიტომ, რომ იყო ყოველთვის მომზადებული, დეტალებამდე ჩასული და ეფექტურად მუშაობდა _ მე მას მივცემ ხმას ბევრი მიზეზის გამო – პროფესიონალია, ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან სანდო ადამიანია ჩემთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მარგველაშვილის თქმით, მან ბევრი რამ გააკეთა როგორც ჯანდაცვის, ისე განათლების სფეროში, სოციალური მიმართულებით და ზოგადად, ადამიანზე ორიენტირების კუთხით.
"ბუნებრივია, ბევრი რამ არ განხორციელდა და ყველაზე მტკივნეული რაც დგას ხელისუფლების წინაშე, ეს არის ეკონომიკა და დასაქმება", - განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია