დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საბერძნეთში ანტიფაშისტური დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:19:02
საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში მსხვილი ანტიფაშისტური დემონსტრაციები გაიმართა. ზოგიერთ ქალაქში აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ქუჩის გამოსვლების მიზეზი ადგილობრივი ანტიფაშისტი მუსიკოსის პავლოს ფისასის მკვლელობა გახდა. უკვე დააკავეს 45 წლის მამაკაცი, რომელმაც მკვლელობა აღიარა. პოლიციის ინფორმაციით, ის „ოქროს განთიადის“ წევრია. ამ პარტიის წევრები კი ნეოფაშიზმის იდეებისადმი მიდრეკილებას არ მალავენ. თავად, ორგანიზაცია მკვლელობაში რაიმე ტიპის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. „ოქროს განთაიდის“ ლიდერმა ნიკოლას მიხალოლიაკოსმა ამ მკვლელობას „შემზარავი“ უწოდა. მკვლელობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყანაში. მთავრობამ მკაცრად დაგმო ეს თავდასხმა. ზოგიერთი პოლიტიკოსი  „ოქროს განთიადის“ აკრძალვის წინადადებითაც კი გამოვიდა.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია