დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანი კანონი თავისუფლება" - ყოფილი მმართველი გუნდი პრეზიდენტის ქმედებებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 13:30:03
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" ყოფილი მმართველი გუნდის მოქმედებებში პრეზიდენტს და მთავრობას შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ხედავს.
ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოთქვამს ვარაუდს, რომ ყოფილი მმართველი გუნდის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა და მისი შეხედულებები მთავარი ოპოზიციური ძალის გამოძახილია.
"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების პარალელურად, მთავარი ოპოზიციური ძალა ყველა მეთოდით ცდილობს დააფიქსიროს ისეთი პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის კომენტარებს ემთხვევა და წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის პოზიციებს შორის თანხვედრაა. ჩვენი აზრით ყოფილი მმართველი გუნდის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა და მისი შეხედულებები მთავარი ოპოზიციური ძალის გამოძახილია. ამ აზრის დამკვირდებას ხელს უწყობს სხვადასხვა მედია საშუალებებში გასული ინფორმაციები პრეზიდენტის კავშირების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან", - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეზიდენციიდან განცხადებების გაკეთება და პოზიციების გამოხატვა იმ მედია საშუალებებით, რომლებიც დამოუკიდებლობის დიდი ხარისხით ვერ სარგებლობენ ქართულ საზოგადოებაში, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქართულ სახელმწიფოს.
"როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი წარმოადგენს ინსტიტუტებს შორის ბალანსის შენარჩუნების გარანტს. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი არის საკანონდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსის გარანტი, მას უნდა გააჩნდეს მჭიდრო კომუნიკაცია აღნიშნულ ინსტიტუტებთან.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა არა სხვადასხვა ეთერებიდან მოწოდებების გაკეთება, არამედ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაა ხელისუფლების შტოებთან.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მისი კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე დაამყაროს კომუნიკაცია მთავრობის მეთაურთან, რათა საზოგადოებას საბოლოოდ არ ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია. ეს დააზიანებს ახალგაზრდა დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია