დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აფხაზეთის მთავრობის წევრები სამეგრელოში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 21:00:02
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, აფხაზეთის მთავრობის წევრები დღეს სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ. ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ავთანდილ ძაგანიამ, ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვაძაბიამ ზუგდიდში, სენაკში, ხობსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
მთავრობის წევრები დევნილთა სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრნენ, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დევნილთა პრობლემები მოისმინეს.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტი დაათვალიერეს.
დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრებელ ბინას 256 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. აღნიშნული კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსებით ხორციელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია