დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - გოგა ონიანის დაკავება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებული მოქმედებაა
ავტორი:
2014/თებერვალი/24 19:30:02
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავება "ეს აღარ არის არაკომპეტენტურობა, ეს ალბათ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებული მოქმედებაა!", - ასე გამოეხმაურა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ადვოკატ ონიანის დაპატიმრების ფაქტს.
"პირველ ყოვლისა მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც უფლებადამცველთა შორის ყოფნა ადამიანს არ აძლევს და არ უნდა აძლევდეს რამენაირი დაცვის გარანტიას, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. სასამართლოსა და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: შეიძლება ბატონი ონიანი დასაპატირმებელი იყოს და ასევე დასაპატიმრებელია "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ბევრი წევრი და მხარდამჭერი, თუმცა დღეს მისი დაპატიმრება, მაშინ, როდესაც ახალაიას განაჩენის გამოტანამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, უკვე აღარ არის არაკომპეტენტურობა. ვფიქრობ, ეს ალბათ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებული მოქმედებაა, იმისათვის, რომ ახალაია და მისი დამცველი, გამოაჩინონ პოლიტიკური დევნის მსხვერპლად და შემდეგ ისინი ან არ დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურად, ან საერთოდ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.
სხვაგვარად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ ადამიანის დაპატიმრებას მე ვერ მივცემ ვერანაირ შეფასებას, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ონიანი, არამედ ბევრი ადამიანია ამ ქვეყანაში დასასჯელი. "თუმცა იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ, საკუთარი მოქმედებით "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე არ დაასხას წყალი, ამას სჭირდება შესაბამისი დრო და შესაბამისი არგუმენტაცია.
ონიანი, რომელიც იმის გამოა დაპატიმრებული, რომ თურმე "ქართულ ოცნებას" უშლიდა ხელს საარჩევნო კამპანიაში, მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო ადრე ის ხელს უშლიდა "დემოკრატიულ მოძრაობას" ნორმალური პარტიული აქტიურობის განხორციელებაში, თუმცა ამის შესახებ "ქართულ ოცნებას" დღეს რატომღაც არ გახსენებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ!" -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია