დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - არ არის გამორიცხული, კონსენსუსი შედგეს და გენდერული კვოტირების პრინციპი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც შეეხოს
ავტორი:
2018/მარტი/19 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/beselia_2f2d0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483825-eka-beselia-ar-aris-gamorickhuli-konsensusi-shedges-da-genderuli-kvotirebis-principi-mazhoritarul-saarchevno-sistemasac-sheekhos.html", "headline": "ეკა ბესელია - არ არის გამორიცხული, კონსენსუსი შედგეს და გენდერული კვოტირების პრინციპი მაჟორიტარულ სა...", "datePublished": "2018-03-19 15:55:55", "dateModified": "2018-03-19 15:55:55", "description": "არ არის გამორიცხული, კონსენსუსი შედგეს და გენდერული კვოტირების პრინციპი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/beselia_2f2d0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ არის გამორიცხული, კონსენსუსი შედგეს და გენდერული კვოტირების პრინციპი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც შეეხოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

"ეს არის მოსაზრება, რომლის თაობაზეც უმრავლესობის სხდომაზე იყო საუბარი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და დღესაც ვიმსჯელებთ. პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუკი მოხდება შეთანხმება და კონსენსუსი, შესაძლებელია პროექტის კორექტირება, რომ გავითვალისწინოთ განსხვავებული მიდგომა და სავალდებულო კვოტირება მაჟორიტარულ სისტემასაც შეეხოს. ეს იდეა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოწონებულია და როგორც ვხედავ, იდეას ჩვენი რამდენიმე კოლეგაც იწონებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.

“ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით დაგეგმილია ინიცირებული კანონპროექტის იმგვარად კორექტირება, რომ უშუალოდ პარტიულ სიაში (პროპორციული სისტემით) ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში - ყოველი მეექვსე მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან სულ მცირე 12 მაჟორიტარულ ოლქში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის წარდგენა მოუწევს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია