დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის პარალელების გავლება აბსოლუტურად შესაძლებელია
ავტორი:
2014/დეკემბერი/07 17:30:02
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის პარალელების გავლება აბსოლუტურად შესაძლებელია.
ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ ორმა ადამიანმა თავიანთი ქვეყნებისთვის ზუსტად ერთი და იგივე რამ გააკეთეს. ამიტომ კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავაზება იგივე იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვიქტორ იანუკოვიჩი ჩამოეყვანა და მისთვის თანამდებობა შეეთავაზებინა.
ეს განცხადება კალაძემ დღეს სასტუმრო "რედისონში", სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მას ერთ-ერთმა სტუდენტმა დაუსვა კითხვა, რას ფიქრობს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური თემა იყო და ბევრი საუბარი მიმდინარეობდა იმისთან დაკავშირებით, თითქოს გარკვეულ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ძებნილები _ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გაკვირვება გამოიწვია. ჩვენ დავინახეთ, რომ ბატონი კვიტაშვილი დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად, ხოლო ქალბატონი ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. როგორც ამ ქვეყნის შვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მე მინდა მათ წარმატება ვუსურვო. მიმაჩნია, რომ ეს არის უკრაინის საკადრო პოლიტიკა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას თუ ვინ დანიშნონ გარკვეულ თანამდებობებზე თავიანთ ქვეყანაში. ჩვენი მთავრობის გაკვირვება გამოიწვია მხოლოდ ერთადერთმა ფაქტმა, როდესაც საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის _ ვიცე-პრემიერად, ხოლო ზურაბ ადეიშვილის ანტიკორუფციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნაზე, რადგან ამ ადამიანების მიმართ საქართველოს პროკურატურას აქვს კითხვები და ისინი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებენ. მე რამდენიმე დღის წინ ვხუმრობდი, რომ ეს იგივეა, ჩვენ იანუკოვიჩი რომ ჩამოვიყვანოთ საქართველოში და გარკვეული თანამდებობები შევთავაზოთ. აბსოლუტურად შეიძლება პარალელი გავავლოთ ამ ორ ადამიანს შორის და იმას შორის, რაც იანუკოვიჩმა უკრაინელი ხალხისთვის გააკეთა და მიხეილ სააკაშვილმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია