დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნორვეგიაში კონფერენციაზე პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 09:30:03
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი კონფერენციაზე პრეზენტაციას გამართავს, თემაზე: "უმრავლესობა და ოპოზიცია - ბალანსის დაცვა დემოკრატიაში". პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია დებატები.
საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
"მნიშვნელოვანია, რომ 47 ქვეყნიდან სამ პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფორუმს მიმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფერენციაზე ქართული თემის პრიორიტეტიზაცია მოხდება. მნიშვნელოვანია, კონფერენციაზე საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და ყველა იმ ქვეყნის ხმა ისმოდეს, ვინც აგრესიისა და ოკუპაციის ნაცვლად, დემოკრატიის მხარესაა", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით კი, კონფერენციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება.
"ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და პოლიტიკური პროცესები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართეს ნორვეგიის სტორთინგის (პარლამენტის) პრეზიდენტთან, ოლემიკ თომესენთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ანე ბრასორთან. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვაიცეხ სავიცკისთან, ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტთან, ანკე ბროკერს-კნოლთან და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, ბოგდან ბორუშევიჩთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია