დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დათო ლორთქიფანიძემ ვანის რაიონში საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ავტორი:
2014/დეკემბერი/20 20:30:02
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ ვანის რაიონში საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დათო ლორთქიფანიძემ, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ლაშა გიორგაძემ და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა ლორთქიფანიძემ არასასესიო კვირაში მოინახულეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: სალხინოს, ზედა ვანის, ამაღლების და ქალაქ ვანის მე-2 საბავშვო ბაღის შენობების სარემონტო სამუშაოები.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ბაღების შენობები, წლების განმავლობაში გაპარტახებული იყო და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. სახელმწიფომ აღნიშნული ბაღების რეაბილიტაციისათვის და სრული აღდგენისათვის 250 000 ლარი გამოყო.
აღნიშნული ბაღების სარემონტო სამუშაოები დამამთავრებელ ფაზაშია. უახლოეს პერიოდში ბავშვები მიიღებენ თანამედროვე გარემოს და განთავსდებიან კომფორტულ შენობებში, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება გათბობით და ცხელი წყლით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია