დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 10:30:02
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად "ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას" მიიჩნევს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და განმარტავს, რომ ის, რაც ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროში მოხდა, მისთვის "ძალიან სტრესული" იყო.
"ჩემს წინა გამოსვლებში მე ყოველთვის აღვნიშნავდი იმ გადაცდომებს, რაც მთავრობაში იყო და მათზე ვაკეთებდი რეაქციას. იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოება უკვე კარგად ერკვევა და სრულფასოვანი კონტროლი მიდის, თუმცა კონტროლის ხარისხის დახვეწაა საჭირო და ამას საზოგადოება ახერხებს ძალიან კარგად. ყველაზე დიდ გადაცდომად მე ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას და ის, რაც მოხდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ჩემთვის იყო ძალიან სტრესული და არ მომეწონა. ყველაზე სერიოზულ გადაცდომად მე ამას ვთვლი და საზოგადოებაშიც, მე მგონი, ეს თემა დარჩა", - აცხადებს ივანიშვილი.
რაც შეეხება ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, ყოფილი პრემიერის შეფასებით, "მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერ-მინისტრი".
"ერთია გადაცდომები, მაგრამ მეორეა რამდენად ხარისხანად მუშაობს მთავრობა. ჩემი აზრით, ოპტიმალურია შერჩევა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა 10-15 %-ით მეტის გაკეთება ან უარესიც, მაგრამ შედარებებს, რასაც აკეთებენ ოპოზიციონერები, მე არ ვეთანხმები. ოდნავ უკეთაც შეიძლებოდა და შეიძლებოდა, ვთქვათ, რომ გაცილებით უარესადაც. ოდნავ უკეთ შეიძლებოდა ემუშავა მთავრობას, რამეთუ ის წარმოდგენა არ შეგექმნათ, თითქოს მე მას იდეალურად ვახასიათებდე. რა თქმა უნდა, გარკვეულ სამინისტროებზე შეიძლება კონკრეტიკაზე გადავიდეთ და კონკრეტული შენიშვნები, მინიშნებები გავაკეთოთ, მაგრამ მე არ მივიჩნევდი ამას საჭიროდ. ზოგადად ვთვლი, რომ მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის, 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია