დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გუგული მაღრაძე - მანდატურის შერჩევაში სკოლის დირექტორს უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს
ავტორი:
2018/თებერვალი/08 09:00:02
../photo/2015_02/0-1IVLIS-2015/magradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477124-guguli-maghradze-mandaturis-sherchevashi-skolis-direqtors-ufro-meti-ufleba-unda-hqondes.html", "headline": "გუგული მაღრაძე - მანდატურის შერჩევაში სკოლის დირექტორს უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს", "datePublished": "2018-02-08 05:01:38", "dateModified": "2018-02-08 05:01:38", "description": "სკოლის დირექტორს მანდატურის შერჩევაში უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVLIS-2015/magradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სკოლის დირექტორს მანდატურის შერჩევაში უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანია კანონის მეშვეობით მოხდეს მანდატურის ფუნქციების დეტალური განსაზღვრა და მანდატური არა მანდატურის სამსახურს ან სხვა რომელიმე უწყებას, არამედ სკოლის ადმინისტრაციას უნდა ემორჩილებოდეს. გუგული მაღრაძის განცხადებით, ყველა სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს, რის გამოც მიიჩნევს, რომ მანდატურს სკოლის შიდა კოლექტივი უნდა ირჩევდეს.

„სჭიროა გვქონდეს კანონი, რომელიც მკვეთრად გამოხატავს, თუ რა უნდა გააკეთოს მანდატურმა. ხშირად ამბობენ, რომ ეს წარსულში დაბრუნებაა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ადრე მანდატური ექვემდებარებოდა მანდატურის სამსახურს და მის მითითებებს ახორციელებდა - ეს იყო ხელისუფლების თვალი და ყური სკოლაში, რომელსაც ექვემდებარებოდა დირექტორიც და მასწავლებელიც. ახლა ვამბობთ, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა და მაქვს შენიშვნა, რომ უფრო მეტი უფლება ჰქონდეს სკოლის დირექტორს მანდატურის შერჩევაში. შესაძლოა მანდატურმა გაიაროს ტრენინგი, კარგი დონის იყოს, მაგრამ ყველა სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს, შესაბამისად, სკოლის დირექტორის და კოლექტივის თვალსაზრისი უნდა იყო გათვალისწინებული“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება, თუმცა არ არის გამორიცხული შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მანდატურად შესაძლოა დაინიშნოს პირი, რომელსაც პროფესიული განათლება ჰქონდეს. იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. 21 წლამდე იზრდება მანდატურის ასაკის ზღვარი. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც კანონპროექტის ავტორების შეფასებით, სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან. კანონპროექტის მიხედვით, კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია