დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შვედეთის ელჩმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 18:30:02
საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარტინა ქუიქმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე შვედეთის ახალად დანიშნულმა ელჩმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მოწადინებულია კიდევ უფრო გააფართოვოს და გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას. მარტინა ქუიქის განცხადებით, შვედეთის სამეფო უპირობოდ უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, ისევე, როგორც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია