დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული გამზირის მონაკვეთს "ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის" სახელი მიენიჭა
ავტორი:
2014/მაისი/06 19:00:02
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა. მათ შორის, თბილისში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული გამზირის მონაკვეთს "ქართულ – ამერიკული მეგობრობის გამზირის" სახელი მიენიჭა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, რომელმაც ქართულ-ამერიკულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
"საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები დამყარდა 22 წლის წინ, კერძოდ, 1992 წლის 23 აპრილს. განვლილმა წლებმა ნათლად წარმოაჩინა აშშ-ის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დიდ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ამერიკის მთავრობამ და ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და განაგრძობენ ამ მიმართულებით დახმარებას. შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთგული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორი. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის სადემონსტრაციოდ თბილისში არსებობდეს ქართულ – ამერიკული მეგობრობის გამზირი", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
საკრებულოს ინფორმაციით, ამგვარი სახელწოდების თბილისის რომელიმე ქუჩისთვის მინიჭების ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ამერიკის მეგობართა კლუბი". საკრებულომ გაითვალისწინა "ამერიკის მეგობართა კლუბის" მოსაზრება და დღევანდელ სხდომაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია