დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია ექსტრადირების, ეს ივანიშვილს უნდა აშინებდეს
ავტორი:
2017/სექტემბერი/07 23:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-07 19:27:17", "headline" : "მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია ექსტრადირების, ეს ივანიშვილს უნდა აშინებდეს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/2b2d7a4fcfa943196fb21d6a634cfbe3.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია ექსტრადირების, ეს ივანიშვილს უნდა აშინებდეს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451084-mikheil-saakashvili-ar-meshinia-eqstradirebis-es-ivanishvils-unda-ashinebdes.html", "headline": "მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია ექსტრადირების, ეს ივანიშვილს უნდა აშინებდეს", "datePublished": "2017-09-07 19:27:17", "dateModified": "2017-09-07 19:27:17", "description": "ვისაც ოდნავი სინდისი მაინც აქვს საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ ერთი თეთრიც არ დამრჩა ჩემი პრეზიდენტობიდან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/2b2d7a4fcfa943196fb21d6a634cfbe3.jpg", "height": 470, "width": 246 } } ვისაც ოდნავი სინდისი მაინც აქვს საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ ერთი თეთრიც არ დამრჩა ჩემი პრეზიდენტობიდან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მისთვის წაყენებული ბრალდებები სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და პოლიტიკურ დევნას უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი პირადად ვლადიმერ პუტინის დავალებას ასრულებს, რაც მის უკანონო დაკავებას ისახავს მიზნად.
” უკრაინის კანონმდებლობით ექსტრადიციის პროცედურა ხანგრძლივია. მე არ მეშინია ამ პროცედურის, ეს უნდა აშინებდეს ივანიშვილს. ევროპაში მსგავს ბრალდებებზე ადამიანს კი არ აკავებენ - დადის ის სასამართლოში, აძლევს ჩვენებას და ბოლოს თუ რაღაც დაუმტკიცდა, სვამენ ციხეში. ახლა მე რა უნდა დამიმტკიცდეს, რომ აქლემი არ ვარ და რომ არაფერი მომიპარავს?! ვისაც ოდნავი სინდისი მაინც აქვს საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ ერთი თეთრიც არ დამრჩა ჩემი პრეზიდენტობიდან.

ივანიშვილს სურდა გაეკეთებინა ის, რაც გაუკეთა ბაჩოს, ვანოს, რომ ჩავესვი ოთხ კვადრატულ მეტრ კამერაში და 4 წელი იქ ვყოფილიყავი, სანამ გაარკვევდნენ ვითომ პროკურორები და ვითომ მოსამართლეები, ჩემი კოსტუმების ბედს. ეს არის პუტინის დავალება”, - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია