დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბორდის სხდომაზე დასწრებას "სოლიდარობის" წევრები ითხოვენ
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:44:03
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობაში შესვლა  მოძრაობა „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი კორკოტაშვილმა, პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, უფლებადამცველებმა ლევან ჩიტაძემ და გიორგი გაბედავამ მოითხოვეს. მაგრამ შენობაში მხოლოდ საშვის მქონე პირები შეუშვეს, ლევან ჩიტაძე კი შენობაში ვერ შევიდა. აღნიშნული პირები სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაქსიმუმ 5-6 ადამიანის დასწრებას ითხოვენ. ამ წუთებში, შენობაში შესული პირები ბორდის თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის კაბინეტში არიან შეკრებილები, რომელიც ჯერ „საზმაუში“ მისული არ არის. კორკოტაშვილი ამბობს, რომ „სოლიდარობამ“ ბორდს მიმართა თხოვნით, რომ სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ, მისივე თქმით მას მამუკა ფაჩუაშვილმა განუცხადა, რომ ბორდი გადაწყვეტს დაესწრება თუ არა „სოლიდარობა“ სხდომას. „სოლიდარობის“ წევრები გადაწყვეტილებას შემნობის გარეთ ელოდებიან. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეზოში მობილიზებულია პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია