დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე სამსახურები ბიუჯეტიდან თანხების აუთვისებლობას ტენდერების პრობლემით ხსნიან
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 20:30:02
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე სამსახურები ბიუჯეტიდან თანხების აუთვისებლობას ტენდერებისა და კონკურსების პრობლემით ხსნიან. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთ პრობლემად ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასახელდა. პრობლემა კი იმან შექმნა, რომ ამ მიმართულებით მთავრობის მიერ ახალი წესების დადგენის გამო, სპეცტექნიკის შეძენა და ბიუჯეტიდან სათანადო თანხების ათვისება ვერ მოესწრო.
გარდა ამისა, გიგლა აგულაშვილის თქმით, საბიუჯეტო თანხების ათვისების პრობლემად გამოცხადებული კონკურესების ჩაშლა სახელდება. დეპუტატის შეფასებით, ეს მენეჯმენტურ პრობლემაზე მიუთითებს.
"ჩვენი შეშფოთება ბიუჯეტის შესრულების ნაწილმა გამოიწვია. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს ყური ავუწიოთ და ვინმე სამსახურიდან გავათავისუფლოთ. ჩვენი ამოცანაა, შესაბამისმა სამსახურებმა გააუმჯობესონ მენეჯმენტი, იმ თვალსაზრისით, რომ საქმე გააკეთონ", - აცხადებს აგულაშვილი.
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შედეგები უარყოფითად შეაფასეს და დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. კომიტეტების წევრებმა კრიტიკული მოსაზრებები დარგობრივი სამინისტროების მიმართ გამოთქვეს, რაც ძირითადად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს შეეხებოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია