დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორია ნულანდი - ჩვენ გვსურს, რუსეთსა და საქართველოს შორის სათანადო ურთიერთობები ვიხილოთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 19:30:07
ჩვენ გვსურს, რუსეთსა და საქართველოს შორის სათანადო ურთიერთობები ვიხილოთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საკითხი რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებისას ყოველთვის განიხილება. აღნიშნული კომენტარი ვიქტორია ნულანდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, განიხილება თუ არა საქართველოს თემა რუსეთში მისი ვიზიტისას, რომელიც ხვალ იწყება.
"ჩვენი გზავნილი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვიხილოთ სათანადო ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც მოაგვარებდა ოკუპაციას და ბორდერიზაციას, რაც ძალიან საშიში საკითხია", - განაცხადა ნულანდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია