დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პოლიციის მანქანიდან იგინებოდა, სამსახურიდან დაითხოვეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/07 14:30:02
ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფრო შალვა ჯანიყაშვილი, არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს . ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე შალვა ჯანიყაშვილი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და მოამზადა დასკვნა, რომლის შედეგადაც შალვა ჯანიყაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ დოკუმენტის თანახმად კი, "კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად".
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შალვა ჯანიყაშვილის მიმართ მოკვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯანიყაშვილი პოლიციის ავტომობილის ხმის გამაძლიერებლიდან იგინებოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია