დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე მარგველაშვილს - დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა 10-ჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე თქვენ - 2017 წელს
ავტორი:
2018/მაისი/02 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/mdinaradze_65ac0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491003-mamuka-mdinaradze-margvelashvils-damoukidebeli-estonethis-yvela-prezidentma-erthad-aghebulma-10-jer-naklebi-msjavrdebuli-sheitsyala-vidre-thqven-2017-tsels.html", "headline": "მამუკა მდინარაძე მარგველაშვილს - დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა 10-ჯერ ნაკ...", "datePublished": "2018-05-02 11:44:38", "dateModified": "2018-05-02 11:44:38", "description": "თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი მრავალ კითხვაზე შეწყალებებთან დაკავშირებით - რატომ ხდება, რომ კონვეიერ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/mdinaradze_65ac0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი მრავალ კითხვაზე შეწყალებებთან დაკავშირებით - რატომ ხდება, რომ კონვეიერული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები?! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ანგარიშის მთავარი აქცენტები ბევრი ადამიანისთვის გაუგებარი იყო.

„თქვენ გქონდათ საათი და მეტი დრო იმისთვის, რომ ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელს ანგარიში ჩაგებარებინათ საზოგადოებისთვის, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეთ, ისევე, როგორც სხვა შანსები. ნამდვილად ვერ გავიგეთ მთავარი აქცენტები და ამის შესახებ უფრო ნათელი გახდა მაგალითად, აბაშიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან, საიდანაც ვიგებთ, რომ თქვენ აქცენტი გაგიკეთებიათ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, თქვენს გამოსვლაში ეს პათოსი მაინცდამაინც არ ჩანდა. თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი მრავალ კითხვაზე, მაგალითად, შეწყალებებთან დაკავშირებით - რატომ ხდება, რომ კონვეიერული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგანაც დაახლოებით, 70-80%-ზე მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და 9-10 ათასი პატიმრიდან თქვენ 3 600-ზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში. თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომლის საქმის განხილვა არ იყო დასრულებული სამივე ინსტანციის სასამართლოში; შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მხოლოდ 3 წელი მოახდევინეთ და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მაგალითად, დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა 10-ჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე მარტო 2017 წელს თქვენ გააკეთეთ. თქვენ მიერ შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი. თქვენ მიერ შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 - ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა. ამ ფონზე კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავის მართლება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და არგუმენტი, თითქოს სასტიკი მკვლელების შეწყალების მიზეზი მისი დადებითი დახასიათება იყო. აღარაფერს ვამბობ თქვენს მცდელობაზე საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით მსხვერპლისთვის გადაგებრალებინათ პასუხისმგებლობა. რეალურად ბოლო წლის განმავლობაში 21 ისეთი მსჯავრდებული შეიწყალეთ, რომელთაც უარყოფითი დახასიათება ჰქონდათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის და სააკაშვილის ლოგიკა ერთი-ერთში დაემთხვა ერთმანეთს.

„წარმოუდგენელი ამბავი იყო, როდესაც თქვენ სცადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშილის გამართლება და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდეთ, ასევე, 9-მილიონიანი თანხის დანაშაულებრივ ხარჯვას პიჯაკების საქმე უწოდეთ“, - დასძინა მდინარაძემ.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა არ გამოიყენა უნიკალური შანსი, ყოფილიყო პირველი პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რომელიც რეალურად იქნებოდა საზოგადოების გამაერთიანებელი.

„ამ უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ სისტემაში გქონდათ შანსი, ყოფილიყავით ერთადერთი ადამიანი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის, ვინც ილაპარაკებდა სუბიექტივიზმისაგან თავისუფალ სიმართლეს, თუმცა არ გამოიყენეთ ეს შანსი და გახდით მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ადა მარშანია - როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის პარლამენტში და მთავრობა დარბაზიდან გაქცეულია, ეს მოსაწონი არ არის
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია